ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები [ვიდეო]

20:09, 31.10.2018

ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს ერთი სატვირთო და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ვიდეო პირველ არხს თვითმხილველმა მიაწოდა.

მსგავსი