ქვემო ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით სოფელში მოსახლეობის კვლევა ჩატარდება
ქვემო ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით სოფელში მოსახლეობის კვლევა ჩატარდება

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კვლევის დროს, სწრაფი ტესტით ქვემო ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოლნისის მუნიციპლალიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, პაციენტის მჭიდრო კონტაქტები მოძიებულია და ვინაიდან ვერ მოხერხდა ინფექციის წყაროს დადგენა, დღეს სოფლის გარეუბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, მოლეკულური კვლევისთვის მოხდება მოსახლეობიდან ნიმუშების აღება ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით.

ადგილზე სამი ჯგუფი იმუშავებს, ერთი ადგილობრივი და ორი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის.

დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 163 დადასტურებული შემთხვევაა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 76 გამოჯანმრთელდა. სამი გარდაცვლილი პაციენტიდან ორი სწორედ ქვემო ბოლნისიდან იყო. სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმიც მოქმედებდა.