ქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული  უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს  დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ.,  ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ქვეითმა-პატრულებმა ბრალდებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ დროს
დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს  ართმევდა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

დატოვე კომენტარი