ქუვეითში საქართველოს ელჩად კონსტანტინე ჟღენტი ინიშნება

13:56, 02.09.2019

ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ჟღენტი ინიშნება.

მთავრობის განკარგულებით, მისი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს წარედგინა და დიპლომატი მოღვაწეობას 15 სექტემბრიდან დაიწყებს.

ქუვეითში საქართველოს ელჩი როლანდ ბერიძე იყო. კონსტანტინე ჟღენტი კი წლების განმავლობაში საქართველოს ელჩად უზბეკეთში მუშაობდა.

მსგავსი