ქუვეითში აცხადებენ, რომ დუბაიში მათ ნავთობტანკერ „ალ-სალმიზე“ ირანმა იერიში მიიტანა, გავრცელდა გაფრთხილება მიმდებარე წყლებში ნავთობის შესაძლო დაღვრის შესახებ
ქუვეითში აცხადებენ, რომ დუბაიში მათ ნავთობტანკერ „ალ-სალმიზე“ ირანმა იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად ტანკერი დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი.
კორპორაციამ ინციდენტი ირანის სასტიკ დარტყმად შეაფასა და გაავრცელა გაფრთხილება მიმდებარე წყლებში ნავთობის შესაძლო დაღვრის შესახებ.
მათივე ცნობით, ეკიპაჟის 24-ვე წევრი უსაფრთოდაა.
დუბაის ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად ნამსხვრევები ალ-ბადაში მიტოვებულ სახლში ჩამოცვივდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ოთხი ადამიანი კი დაშავდა.