ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო – ქუვეითში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ქუვეითში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოვარდა. ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები უვნებლები არიან.
„დღეს, დილით რამდენიმე ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. მფრინავები უვნებლად გადარჩნენ და ჯანმრთელობის შემოწმებისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი აშშ-სთან თანამშრომლობენ და შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ.