ქუვეითის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში აცხადებენ, რომ ირანულმა დრონებმა მათ ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ხანძარი გამოიწვია
ქუვეითის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში აცხადებენ, რომ ირანულმა დრონებმა მათ ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ხანძარი გამოიწვია

ქუვეითში, მინა ალ-აჰმადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ირანული დრონებით თავდასხმა განახორციელდა, რამაც ობიექტზე ხანძარი გამოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გაავრცელა.

კომპანიის განცხადებით, მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობდნენ. მათივე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ქუვეითი თავდასხმაში ირანს, ასევე, ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

მედიის ინფორმაციით, ქუვეითს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს. მინა ალ-აჰმადი კი ომის განმავლობაში, სულ მცირე, სამჯერ დაბომბეს.