ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მიმართულებით 234 რაკეტა და 422 დრონი გაუშვეს
ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მიმართულებით 234 რაკეტა და 422 დრონი გაუშვეს

ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მიმართულებით 234 რაკეტა და 422 დრონი გაუშვეს.

„ამ აგრესიამ მოქალაქეებსა და მცხოვრებლებს შორის მრავალი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორისაა ახალგაზრდა გოგონა, ქუვეითის შეიარაღებული ძალების ორი წევრი და ორი მესაზღვრე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუვეითში თავდასხმის შედეგად ხანძრის ორი კერა გაჩნდა – ერთი სამთავრობო შენობაში, მეორე ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.