ქუვეითის არმიის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ირანი ქუვეითზე თავდასხმას გეგმავს

00:07, 24.07.2026

ქუვეითის არმიის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ირანი ქუვეითზე თავდასხმას გეგმავს.

მათივე თქმით, მოსალოდნელი საფრთხის გამო ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია.

ამასთან, არმია მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თუ ისინი აფეთქების ხმას გაიგონებენ, ეს, შესაძლოა, ირანული რაკეტა ან დრონი იყოს, რომელსაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანეიტრალებენ.

სქაინიუსი“ წერს, რომ ქუვეითი ერთ-ერთია სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის, რომელზეც ირანს იერიში სისტემატიურად მიაქვს.

რეგიონში საომარი მოქმედებები ორი კვირის წინ განახლდა.

მსგავსი