სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქუვეითის ამირამ, შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა მიულოცა.
მონარქი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატებას და ჯანმრთელობას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები გაღრმავდება.
ზურაბიშვილს გამარჯვება ტახტის მემკვიდრემ და ქუვეითის პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.