ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ხანძარია
ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ხანძარია. ხანძარი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის „საქართველოს ბანკის“ ოფისიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია 25 მეხანძრე-მაშველი, რვა სახანძრო მანქანა, ერთი ავტოკიბე და ორი სამაშველო მანქანა.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.