ქუთაისში წითელას ვირუსით მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა

15:12, 17.01.2019

ქუთაისში წითელას ვირუსით მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა.

მრავალპროფილურ კლინიკა „მედიაქალ სითის“ იანვრარში 57-მა პაციენტმა მიმართა. ამჟამად საავადმყოფოში ათი პაციენტი მკურნალობს.

როგორც ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, ამჯერად წითელას შემთხვევები არა მარტო პატარებში, არამედ მოზრდილებშიც გახშირდა.

ექიმი ვარაუდობს, რომ გაზაფხულისთვის წითელას შემთხვევები გახშირდება და თებერვალ-მარტში შესაძლოა პიკს მიაღწიოს.

ნუგზარ მაღლაკელიძის განმარტებით, პარალელურად გრიპის ვირუსით მომართვიანობამ იკლო.

მსგავსი