ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაში რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას და მოუწოდეს რუსეთს და მის პრეზიდენტს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.

აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.