ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია
ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია

ქუთაისის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს რკინიგზის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მისივე თქმით,  დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტს აქვს მოტეხილობები, დამწვრობები. მას პირველადი დახმარება უკვე გაეწია და პაციენტს სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდება”,- განაცხადა გოგინავამ.

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟს ახორციელებდნენ. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი თანამშრომელი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.