ქუთაისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

17:01, 21.12.2017

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველადი დათვალიერებით ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებათ.

მსგავსი