ქუთაისში ტრადიციული დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაული ბაგრატის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, სადაც საზეიმო ლიტურგია გაიმართა.
ლიტურგიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთელი დღის განმავლობაში ქუთაისში კულტურული და სპორტული ღონისძიებები იქნება. ნალექის მიუხედავად, სახალხო დღესასწაულზე ხალხმრავლობას ელოდებიან.
„გვირილობის“ დღესასწაულის საფუძველი ქველმოქმედებაა. დღესასწაულს საფუძველი გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩაეყარა, როდესაც გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვებული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.