ქუთაისში, თეთრ ხიდზე ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ფირფიტები მონტაჟდება
ქუთაისში, თეთრ ხიდზე ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ფირფიტები მონტაჟდება

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება. ამ ეტაპზე, ხიდზე ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ლითონის ფირფიტები მონტაჟდება. თეთრ ხიდზე ქართული ორნამენტებით გაფორმებული სულ 56 ფირფიტა დამონტაჟდება.

ხიდზე რამდენიმე ტურისტული ატრაქციაც განთავსდება, რაც ვიზიტორებისთვის მას უფრო მიმზიდველს გახდის. თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 436 ათასი ლარი დაიხარჯება.