ქუთაისში ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა
ქუთაისში ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე კრაისლერის მარკის ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლმოდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის მოწყობილობა გახდა.