„მაქსიმის“ მძღოლები ქუთაისში აქციას მართავენ და ტაქსის კომპანიისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ
„მაქსიმის“ მძღოლები ქუთაისში აქციას მართავენ და ტაქსის კომპანიისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ

ტაქსი „მაქსიმის“ თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. მძღოლები ორახელაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილები.

ისინი კომპანიისგან მომსახურების ფასის გაზრდას ითხოვენ და ამბობენ, რომ საწვავის გაზრდის გამო მათი შემოსავალი თითქმის განულდა.

„მიზერულ ფასებში ვემსახურებით კლიენტებს. იცით, რომ სამ ლარს გაცდა ერთი ლიტრი საწვავის ფასი, ამიტომ ვეღარ ვყიდულობთ საწვავს. ამასთან, კომპანია „მაქსიმის“ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემაა, კომპანიას არ აქვს ოფისი ქუთაისში და საჭირბოროტო საკითხებზე ვერავის მივმართავთ”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ქუთაისში ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლებმა აქცია გამართეს