ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარია

23:20, 04.01.2021

ხანძარია ქუთაისში. თაბუკაშვილის ქუჩაზე ცეცხლი ხის საამქროს უკიდია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

მსგავსი