ქუთაისში სტუდენტები სოლიდარობის აქციას მართავენ
ქუთაისში სტუდენტები სოლიდარობის აქციას მართავენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის აქცია ქუთაისში მიმდინარეობს.

სტუდენტები თეატრის შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციაში მათთან ერთად, მოქალაქეებიც მონაწილეობენ და ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „ნუ მომკლავ“.

„ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა, ვისი დანაშაულიც იკვეთება. გვსურს სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კანონი ყველასთვის თანაბარია“, – განაცხადა პირველ არხთან აქციის ორგანიზატორმა, სტუდენტმა ირაკლი ფაჩულიამ.