ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა გაწმენდითი სამუაოები ავტოქარხნის დასახლებაში. ამ წუთებში კი „სპეცსერვისების“ თანამშრომლები წერეთლის და ფოთის ქუჩებზე მუშაობენ.

სპეციალურ შტაბში ცხელი ხაზით 234 შეტყობინებაა შესული. წყალი სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და მერია დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.