ქუთაისში სოციალური მუშაკები აქციას მართავენ
ქუთაისში სოციალური მუშაკები აქციას მართავენ

ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის შენობის წინ სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას,  ხელფასის მომატებასა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც სოციალური მუშაკები აცხადებენ, დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლსა და ხანდაზმულს.

„ბოლო რამდენიმე წელია, მუდმივად გვემატება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელსაც არ მოყოლია ბიუჯეტის ზრდა, თანამშრომლების დამატება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა. ვითარება განსაკუთრებით გაართულა ჩვენთვის საპროცესო წარმომადგენლობის შესრულების დამატებამ”,-განქცხადა 1-ელ არხთან სოციალურმა მუშაკმა, მზევინარ ღაჭავამ.