ქუთაისში მოქალაქეთა ნაწილმა სოციალური დახმარების შეწყვეტა გააპროტესტა
ქუთაისში მოქალაქეთა ნაწილმა სოციალური დახმარების შეწყვეტა გააპროტესტა

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რასაც ისინი აპროტესტებენ.

მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და განმარტება მოითხოვეს. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დარიცხვიათ, დღეს კი გაიგეს, რომ დახმარება შეუწყდათ.

„ველოდებოდით თანხას, რადგან ამაზე ვართ დამოკიდებული, არ დაირიცხა და ახლა გავიგეთ, რომ შეწყდა. რას ნიშნავს ეს, გავმდიდრდით, თუ რა შეიცვალა? საჭმელი არ გვაქვს სახლში, ბავშვებს როგორ ვაჭამოთ. ჩვენს საცხოვრისში 80 ადამიანს შეუწყდა თანხა. რას გვერჩიან, გაგვაგებინონ. ახალი შემოწმებულია ჩვენი ოჯახები და რა შემოწმება გვინდა?“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მირანდა ნემსიწვერიძემ.

აქციის მონაწილეები მერიისკენ მიემართებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის იმერეთის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის განმარტებით, დახმარებები დროებით შეჩერდა, რადგან მიმდინარეობს გეგმური შემოწმება. შემოწმების შემდეგ ვისი ქულებიც უცვლელი დარჩება, დახმარებას კვლავ მიიღებს.