ქუთაისში შესვლა და გასვლა ხვალიდან ყველა მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლება, თუმცა საკონტროლო-გამშვები პუნქტები კვლავ იმუშავებს
ქუთაისში შესვლა და გასვლა ხვალიდან ყველა მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლება, თუმცა საკონტროლო-გამშვები პუნქტები კვლავ იმუშავებს

ქუთაისში შესვლა და გასვლა ყველა მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლება, თუმცა საკონტროლო-გამშვები პუნქტები კვლავ იმუშავებს,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა განუცხადა.

ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება მგზავრების თერმოსკრინინგი.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებს საშვი მხოლოდ თბილისში ან რუსთავში წასასვლელად დასჭირდებათ და ის გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.

„საკონტროლო-გამშვები პუნქტების როლი იყო მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს მამაკაცს მაღალი ტემპერატურა, ვისაც მოგვიანებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ხვალიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება.