ქუთაისში შემოწმებული ოცი ობიექტიდან, თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევა ერთ რესტორანში დაფიქსირდა
ქუთაისში შემოწმებული ოცი ობიექტიდან, თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევა ერთ რესტორანში დაფიქსირდა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მონიტორინგის ჯგუფმა ქუთაისში ადგილობრივ კაფე-ბარებსა და რესტორნებში ღამის რეიდი მოაწყო, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ, რამდენად სრულდება ე.წ. სამასპინძლო ბიზნესში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მოთხოვნები.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შემოწმდა ოცი რესტორანი და კაფე-ბარი.

„დრო ისე შევარჩიეთ, რომ ყველა ობიექტი მაქსიმალურად დატვირთული ყოფილიყო. კანონის დარღვევა მხოლოდ ერთგან დაფიქსირდა, რესტორნის შენობაში, სრულად დახურულ სივრცეში ეწეოდნენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხედავდნენ კანონდარღვევის ფაქტს, მაგრამ მწეველებს ხელს არავინ უშლიდა. მეტიც, ამ პირობებში, უპრეტენზიოდ ემსახურებოდათ რესტორნის პერსონალი“, – განაცხადეს „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც რესტორანი, შესაბამისად მისი მეპატრონე კანონის თანახმად, 500 ლარით დააჯარიმა.