ქუთაისში, სასტუმრო „არგო“ დღეიდან კოვიდინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს მიიღებს

10:59, 17.09.2020

ქუთაისში დღეიდან კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სასტუმროც მიიღებს.

გუბერნატორის ინფორმაციით, მსუბუქი პაციენტები, ვისთანაც ვირუსი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სასტუმრო „არგო“-ში მოთავსებიან.

ამ დრომდე ქუთაისში ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სამი კლინიკა ემსახურებოდა. ქუთაისში ჯამში 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი