ქუთაისში საქართველოს კონსტიტუციის თეატრალური კითხვა მოეწყო
ქუთაისში საქართველოს კონსტიტუციის თეატრალური კითხვა მოეწყო

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, საქართველოს კონსტიტუციის თეატრალური კითხვა მოეწყო.

აქცია-პერფორმანსი მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ღამის კლუბ „რეფლექტორისდიჯეებსა და რეპმოძრაობამოხეტიალეებთან“ ერთად მოაწყვეს.

ყველა მონაწილეს აერთიანებდა ერთი მთავარი მესიჯი – „რუსეთი ოკუპანტია“. კონსტიტუციის მუსიკალურ-თეატრალურ პერფომანსს, მონაწილეები მომავალში სხვადასხვა ლოკაციაზე წარადგენენ და ამ აქციებით სამოქალაქო განათლების აუცილებლობას გაუწევენ პოპულარიზებას.

პერფომანსის ბოლოს ყველამ ერთად წაიკითხა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და თეატრის შენობაზე ბანერი „ისწავლე თავისუფლება! იკითხე კონსტიტუცია! განათავსეს.