ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13:59, 11.01.2019

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში  სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი