ქუთაისში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა
ქუთაისში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა

ქუთაისში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა საავარიო სიტუაციას თავი აარიდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტომობილში მჯდომი ორი სამართალდამცველი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.