ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არანაირი ექსცესი და რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, მათგან ერთი არის სპეცუბანი და ის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის გახსნილი. ქალაქში რეგისტრირებულია 156 051 ამომრჩეველი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.