ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეიზღუდება
ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ინფორმაციით, 07:00 საათიდან – 14 მარტის 07:30 საათამდე, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას ქალაქში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო (ახალი თუჯის მაგისტრალური მილსადენის დაერთებითი სამუშაოები), წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგი ქუჩების მცხოვრებლებს:

გოგოლი; ბაგრატიონი; ბალანჩივაძე; ჭყონდიდელი; ჩორგოლიანი; ლეონიძე; გურამიშვილი; რაზმაძე; გრ. აბაშიძე; ევდოშვილი; მოსკოვი; გორი; დეპო; ხაბეიშვილი; ნიკო მარი; ნეკრასოვი; წერეთელი – N165-ის ზევით; ახალგაზრდობა; ჯორჯიაშვილი;

„შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.