ქუთაისში ქარმა სახლს სახურავი გადახადა
ქუთაისში ქარმა სახლს სახურავი გადახადა

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა​. სახურავი ელექტროსადენებს დაეცა, რის გამოც რამდენიმე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ორი დღეა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ადგილებზე სპეციალური შტაბებია შექმნილი.