ქუთაისში ქარის სიჩქარემ იკლო
ქუთაისში ქარის სიჩქარემ იკლო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის ცხელ ხაზზე ძლიერი ქარით გამოწვეულ სტიქიასთან დაკავშირებით 386 შეტყობინებაა შესული.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მეხანძრე-მაშველები ქარის გამო წაქცეული ხეებისგან გზებს ამ დრომდე წმენდენ. ქუთაისსა და მთლიანად იმერეთში ქარმა ათობით სახლს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ამასთან, ამჟამად ქუთაისში ქარის სიჩქარემ იკლო. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ.