ქუთაისში პიროტექნიკით დაშავებულ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა
ქუთაისში პიროტექნიკით დაშავებულ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ცხრა ადამიანი შეიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი, რომელსაც ოპერაცია, თითის რეპლანტაცია ჩაუტარდა.

ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის საავადმყოფოში ოთხი დაშავებული რჩება, რომელთაც სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ.