ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12:36, 01.01.2019

ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მამა-შვილმა დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მამა-შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მამაკაცი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, შვილი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მსგავსი