ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისის განვითარების პერსპექტივისთვის საბოლოო განაჩენია. აქციის მონაწილეები მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქუთაისის განვითარებას მიზანმიმართულად ებრძვის.

მოძრაობის წარმომადგენლებმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს. აქტივისტების თქმით, იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთა პროგრამის ნაწილი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებაც იქნება.

აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.