ქუთაისში პალმების ხეივანი ახალი, თანამედროვე სანათებით განათდა

22:18, 20.08.2018

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი ახალი თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველი, დაზიანებული სანათები ახალი, ეკონომიური, მწვანე ფერის სანათებით შეიცვალა.

სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი