ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ

11:19, 06.03.2019

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ინიციატივას მხარი „ახალმა მემარჯვენეებმა“, „ეროვნულმა მოძრაობამ“, „თავისუფალმა საქართველომ“, ედპ-მ, „კანონმა და სამართალმა“ და „ევროპულმა დემოკრატებმა“ დაუჭირეს.

„მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში, უფრო მიღწევადი ხდება საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დაბრუნება, რაც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.

მსგავსი