ქუთაისში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ
ქუთაისში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრობენ. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იმყოფებოდეს.

„უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი