ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია დასრულდა
ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია დასრულდა

ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ დაახლოებით ხუთსაათიანი საპროტესტო აქცია დასრულდა.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს. შესასვლელ კარს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ბოქლომი დაადო.

„მიშას მონებო“ – ამ შეძახილებით მიმართავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

„ქართული ოცნების“ წევრებმა ამ ფორმით ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ოცნების ოფისზე ბოქლომის დადება გააპროტესტეს.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.