ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში პროკურატურის შენობის წინ. ახალგაზრდები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ მოთხოვნით, რომ გიორგი გახარია დაისაჯოს  20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისთვის.

„დღეს შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ იმ ქმედებას, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და ეს აქციები არ შეწყდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება“, – განაცხადა თედო მესხმა.