ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო

20:29, 25.12.2019

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე, რომელიც მესხიშვილის თეატრის წინ არის განთავსებული, აინო.

ნაძვის ხის ანთებაში მონაწილეობა ბავშვებთან ერთად მხარის რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მიიღეს.

​ნაძვის ხე კოლხური მოტივებით მერიის თანამშრომლებმა შექმნეს.

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ნაძვის ხის ანთების პროცესმა საზეიმო ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.

მსგავსი