ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აინთო

19:58, 28.12.2018

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აინთო. საზეიმო ცერემონია მუსიკალურად გორის ქალთა გუნდმა გააფორმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ცენტრის ბალერინები.

დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ  და იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მიულოცეს.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ დაიდგა. ნაძვის ხის დიზაინზე ადგილობრივმა დიზაინერებმა იზრუნეს.

მსგავსი