ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა
ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი მშენებლობაზე დამხმარედ მუშაობდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.