ქუთაისში მშენებარე კორპუსზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

13:50, 15.07.2026

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული მშენებარე ობიექტზე მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი