ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ერთ-ერთ ატრაქციონზე ხანძარი გაჩნდა.

„შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი ნახევრადღია ატრაქციონს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.