ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი დაერქვა
ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი დაერქვა

ქუთაისში მოსკოვის ქუჩას სახელი გადაერქვა და შინდისის გმირების სახელი ეწოდა. პირველი სამისამართო აბრა ერთ-ერთ სახლზე დღეს შინდისის ომის მონაწილემ, ტრისტან ჩიტიძემ შვილებთან ერთად განათავსა.

აღნიშნული ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ, 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.

შინდისის გმირების ქუჩაზე დღეს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, რამაზ ჩხიკვაძე, თემურ ნადირაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.