ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს (ვიდეო)
ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს (ვიდეო)

ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ, წყლის ჩამკეტ ფარზე ჩარჩენილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი.