ქუთაისში მძღოლების აქცია გაიმართა
ქუთაისში მძღოლების აქცია გაიმართა

ქუთაისში მძღოლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.

მძღოლები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრის მიმართულებით ავტომანქანებით გამაფრთხილებელი მსვლელობა მოაწყვეს.

ამასთან, აქციის ორგანიზატორის თქმით, მოქალაქეების საკმარისი რაოდენობა არ უერთდება პროტესტს, რის გამოც საწვავზე ფასი იგივე რჩება.

„ეს არის ბოლო აქცია, რადგან ადამიანები არ გამოდიან ქუჩაში, რათა გააპროტესტონ საწვავის ფასის ასეთი კატასტროფული ზრდა. სწორეს ამის შედეგია, რომ საწვავზე ფასი არ იკლებს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი ლოლაძემ.